თავისუფლება - არსებობს კი თავისუფლება იმ სამყაროში, სადაც ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივია? ამ კითხვის დასმა კი თამამად მხოლოდ გასული საუკუნის მეორე ნახევრამდე შეგვეძლო, ჯერ კდიევ მანამ, სანამ კვანტური სამყაროს არსებობის შესახებ გაიგებდა კაცობირობა. ახლა უკვე დანამდვილებით შეგიძლია ვთქვათ არამარტო ის, რომ თავისუფლება არსებობს, არამედ ის, რომ სწორედ თავისუფლალი ქცევაა ფუნდამენტი ჩვენი სამყაროსი.
დომინოს ქვებით ვცადე ვიზუალურად წარმომეჩინა ინდივიდების ქცევა სისტემაში ყოფნისას და თხრობა ქვების ისეთი წყობით დავიწყე, სადაც ყველაფერი სტაბილურია. ეს სტაბილურობა გარკვეული კანონზომიერების დამორჩილების შედეგად მიიღწევა, თუმცაღა იგი ყოველთვის როდი ასოცირდება კარგთან. როდესაც ინდივიდი აცნობიერებს დაცულად ყოფნისთვის შეწირულ თავის ინტერესებს, ის ცდილობს გარედან დააკვირდეს და შეაფასოს იმ სისტემის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება. შემდეგ უკვე ხდება გააზრება იმისა, რომ თამაშს ვიღაცის წესებით თამაშობს და არჩევანი, რომელიც ეძლევა, ძალზედ შეზღუდულია. ამ შემთხვევაში 0-ისა და 1-ის შემოერთება შეუძლია მხოლოდ. სწორედ მაშინ, როცა უკვე გაცნობიერებული აქვს ინდივიდს, რომ სისტემა სპობს მასში შემავალ ინდივიდებს, იწყება ამ სისტემიდან გამოსვლა, რაც „დომინოს პრინციპიდან“ გამომდინარე, გამოსვლით გადმოვეცი. რაც მთავარია, თავისუფლებისკენ მიდრეკილი ეს ქმედება, მხოლოდ ამ კონკრეტულ ინდივიდზე კი არ მოქმედებს, არამედ სისტემაში შემავალი სხვა ელემენტებისთვისაც ხდება მაპროვოცირებელი ძალა: იფიქრონ და გააკეთონ ის, რაც მათ სურთ და რის უფლებასაც სისტემა არ აძლევდა. შეიძლება ითქვას, ამ ქმედებამ სხვა ინდივიდების სიცოცხლეც გადაარჩინა. ნელ-ნელა ქრება არჩევანში შეზღუდული გარემო და იწყება საკუთარი ბედის მოქსოვის პროცესი. ერთი შეხედვით, არასტაბილური გარემო, რომელიც თავისუფლების სურვილმა წარმოშვა, სავსეა ინდივიდუალური პასუხისმგებლობებით, რადგანაც შენ მიერ ჩადენილი ქმედების პასუხისმგებლობა გეკისრება მხოლოდ შენ და შენ თვითონვე ხარ საკუთარი თავის უფალი. მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობების აღებას შესწევს ძალა ჯანსაღი საარსებო გარმეოს ჩამოყალიბებისა.
![](https://cdn.myportfolio.com/3a3d6c10-d716-4c6a-978d-6339d2e8d853/fe6ca7a0-0115-46cd-8b58-b0d20a0ce732_rw_3840.jpg?h=66a00f2df4a33d2b8e0490529afd2f89)
![](https://cdn.myportfolio.com/3a3d6c10-d716-4c6a-978d-6339d2e8d853/366ca79b-651f-4387-a4c0-9b5b7d1b7130_rw_3840.jpg?h=41af617c7686d5db71f76f8ad7c716e8)
![](https://cdn.myportfolio.com/3a3d6c10-d716-4c6a-978d-6339d2e8d853/a19d7d36-3239-4fae-a063-ee1317b0f969_rw_1920.jpg?h=2f3137f9dbf9ce196deaca44eb301728)
![](https://cdn.myportfolio.com/3a3d6c10-d716-4c6a-978d-6339d2e8d853/c1a4d7da-c02c-4b58-823f-4d21d93c8ad2_rw_1920.jpg?h=3726ac8928f29076c61c49ae455901b0)
![](https://cdn.myportfolio.com/3a3d6c10-d716-4c6a-978d-6339d2e8d853/8977679d-bce3-402f-834e-98136475cd45_rw_1920.jpg?h=aa0cbf8b0ee87f7c5baa81e9124be05f)
![](https://cdn.myportfolio.com/3a3d6c10-d716-4c6a-978d-6339d2e8d853/2764bf99-dfbb-4f7d-8796-770c3829109e_rw_1920.jpg?h=f7783b4c3d6c783797e4b5449f1fdbec)
![](https://cdn.myportfolio.com/3a3d6c10-d716-4c6a-978d-6339d2e8d853/1174655b-dd42-4543-ba88-2fd8fbf67c9e_rw_1920.jpg?h=e5aa27e4180f920c069be821a7919531)
![](https://cdn.myportfolio.com/3a3d6c10-d716-4c6a-978d-6339d2e8d853/328f103b-ba5f-4066-a98a-676adb8a8d09_rw_1920.jpg?h=2fd8d6f317f4fc9a071778c551093223)
![](https://cdn.myportfolio.com/3a3d6c10-d716-4c6a-978d-6339d2e8d853/ece1b093-05b8-402e-a1bc-a417cacca141_rw_1920.jpg?h=62b70327fa9c83e76122e81a801fa064)
![](https://cdn.myportfolio.com/3a3d6c10-d716-4c6a-978d-6339d2e8d853/1b15d4df-b8c5-44e2-ac96-5a241b14ed4a_rw_1920.jpg?h=100a6b0802e89688a62fc391bf009648)
![](https://cdn.myportfolio.com/3a3d6c10-d716-4c6a-978d-6339d2e8d853/95d0fecf-458e-4961-801d-9ec5e1999d95_rw_1920.jpg?h=fb5851b4e230cde9ad7ecd61f2e5cd5a)
![](https://cdn.myportfolio.com/3a3d6c10-d716-4c6a-978d-6339d2e8d853/25e97318-e5de-4546-b636-adcf47edb0c4_rw_1920.jpg?h=6842101aa50d726dc2cd540ce01feaf1)
![](https://cdn.myportfolio.com/3a3d6c10-d716-4c6a-978d-6339d2e8d853/94ed1a4f-6ac7-406b-a6f6-d64e19ebd061_rw_1920.jpg?h=5b5e7d6fe49194128b2a3ac9a3eec334)
![](https://cdn.myportfolio.com/3a3d6c10-d716-4c6a-978d-6339d2e8d853/356ef142-2375-4c19-a53d-d7f3bbc85c3f_rw_1920.jpg?h=0462c365dc4fa96255cbf628a4c9d1a2)